ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა.
მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა, კოვიდაფეთქების ეპიცენტრებად რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის პეკინი იქცა და რამდენიმე დიდი ქალაქი სრულ იზოლაციაშია.
გასულ დღე-ღამეში 31 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მიზეზად ეპიდემიოლოგები საპროტესტო აქციებს ასახელებენ.