ბიძინა ივანიშვილის წერილი არის რაღაცის დასაწყისი და შემდეგი მოქმედებები წინ გვაქვს – იაგო ხვიჩია

ეს წერილი არის რაღაცის დასაწყისი და შემდეგი მოქმედებები წინ გვაქვს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ომის საფრთხეზე დაწყებული კამპანია რომ გააგრძელა, ეს გასაკვირი არ არის და სხვანაირად არც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს ივანიშვილის გარეშე დაგეგმა.

“ჩვენ გავიგეთ, რომ ივანიშვილი შეხვდა ამერიკის ელჩს, მაგრამ რაზე ილაპარაკა არ ვიცით, ისაუბრა ომის საფრთხეზე, მაგრამ პოზიცია არ ვიცით, დაველოდოთ სიუჟეტის გახსნას, რომელიც მისი შემდეგი წერილებით გაიხსნება.

არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, არც არასდროს მეპარებოდა ეჭვი და არც არაფერი ახალი ამით არ გამიგია. უბრალოდ, იმ თამაშის გაგებას ვცდილობ, რომლის ნაწილიცაა ეს ყველაფერი. მთელი სურათი არის გაუგებარი და ეს პრობლემაა, მმართველობა ფორმალურია თუ არაფორმალური, ეს ვიცით და აქამდეც ვიცოდით”, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა