პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატივისცემას მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკიდან წასვლას უკავშირდება.
სარჯველაძის თქმით, არც ერთი არ არის ისეთი კითხვა, რომელზეც შეიძლება, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არდაბრუნებით გაეცემოდეს პასუხი.
„საკითხი მარტივად დგას. სიმართლე გითხრათ, პირადად მე მართლაც გამიხარდებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოღვაწეობდეს და რაღაცნაირად ჩართული იყოს პოლიტიკურ საკითხებში, თუმცა მისი პირადი გადაწყვეტილებაც, რომ უარს აცხადებს ამისგან, რა თქმა უნდა, მოითხოვს პატივისცემას. შესაბამისად, არც ერთი ფორმით აღარ ერევა პოლიტიკაში, მოუხედავად იმისა, ჩვენს ოპონენტებს უნდათ ამის დაჯერება თუ – არა.
რაც შეეხება კითხვებთან დაკავშირებით პასუხის გაცემის რელევანტურობაში არა თუ დარწმუნებული არ ვარ, არამედ, მგონია, რომ ეს საკითხის არასწორად დაყენებაა. არც ერთი არ არის ისეთი კითხვა, რომელზეც შეიძლება, პოლიტიკაში დაბრუნება არდაბრუნებით გაეცემოდეს პასუხი. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ოპონენტების მხრიდან შემოთავაზებული მორიგი სიმულაციების კასკადის აგორების მცდელობა გახლავთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.