ბაკურიანში 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ბაკურიანში 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.   ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტი, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს „მექანიკური ასფიქსია აღენიშნებოდა. სხვა დაზიანებები არ ჰქონია“.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებს.