ამორალურია, როდესაც მთელი ერის ტრაგედია სასპეკულაციო თემად უნდათ რომ გადააქციონ -მიხეილ სარჯველაძე

“მართლაც ამორალურია, როდესაც უზარმაზარი, მთელი ერის ტრაგედია უნდათ, რომ გადააქციონ სასპეკულაციო თემად”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებული ცალკეული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ცდილობენ ხელისუფლებას ტალახი ესროლონ.

„კონტექსტიდან გლეჯენ ცალკეულ წინადადებებს და ამ წინადადებებზე აბამენ კონსპირაციის თეორიებს. სინამდვილეში, საქმე გვაქვს მორიგ მცდელობასთან, რომ იქ, სადაც უბრალოდ არ არსებობს მიზეზი ხელისუფლების ბრალდებისთვის, გააჩინონ რაღაც მიზეზი და ვერსია ააწყონ, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ტალახი ესროლონ ხელისუფლებას. ამაში არ არის პრობლემა რასაკვირველია, პრობლემა არის იმაში, რომ მართლაც ამორალურია, როდესაც უზარმაზარი, მთელი ერის ტრაგედია უნდათ, რომ გადააქციონ სასპეკულაციო თემად“, – აცხადებს სარჯველაძე.