საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ვანო ხეცურიანი ქუთაისის სამხარეო პოლიციაში დაიბარეს. მისი თქმით, თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია არ იყო აგრესიული.
„აგრესიული არ იყო. დროდადრო რაღაც ტვინშიც ვერ იყო, მე მგონი… „ლიმონკას“ არ უშვებდა ხელს და კარგად ეკავა ხელში და იძახდა არ გამივარდესო. მაშინ ეგ ვთხოვე, რომ გადაგაკრავ „სკოჩით“, იქნებ არ გაგივარდეს თქო და გადავაკარით „სკოჩი“. მერე როცა ხმაური ატყდა ზემოდან, მოიხსნა ეს, რომ შემოვიდნენ უცებ, ხელის გახსნას ვერ მოვასწრებო. შესაძლებელია, ყოფილიყო ბუტაფორია, მაგრამ შესაძლებელია, ყოფილიყო ნამდვილი“, – განაცხადა ვანო ხეცურიანმა.