გორის იუსტიციის სახლში დაცვის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა და ფეხში დაიჭრა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ დაცვის თანამშრომელს, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობით იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც, ტერფის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.
დაცვის თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.