მარკ რუტე – ჩემი გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის ასეთია, ნატო-ს ვერ დაამარცხებთ, ნუ გვეთამაშებით

ნატო მზად არის თითოეული მოკავშირე ქვეყნის დასაცავად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ  ანკარაში ნატო-ს ლიდერების პლენარული შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა იქნებოდა მისი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.

„ჩემი გზავნილი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინისთვის ასეთია: ეს არის ალიანსი, რომელიც ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ მილიარდ ადამიანს აერთიანებს. ჩვენ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ნატო-ს ვერ დაამარცხებთ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. არასოდეს არავის დავესხმებით თავს – მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიებსა და ტერიტორიას დავიცავთ. ამიტომ ნუ გვეთამაშებით“, – განაცხადა რუტემ.