უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა.
ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზელენსკის პრესსპიკერის სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.
პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა შემთხვევა, თუმცა განაცხადა, რომ ავტომობილი, რომელშიც პრეზიდენტი იჯდა, კერძო ავტომობილს შეეჯახა.
„პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება.
„ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები გამოიძიებენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა.