„ევროპაში ენერგიის უკმარისობა იგრძნობა“ – Fox News

აშშ-ის ტელეარხ Fox News-ის პროგრამაში „დღეს საღამოს თაკერ კარლსონთან ერთად“, რომელსაც თვითონ ტელეწამყვანი თაკერ კარლსონი უძღვება, გადაიცა ვიდეოსიუჟეტი სათაურით „ევროპაში ენერგიის უკმარისობა იგრძნობა“.

გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას:

ევროპა სიღარიბისაკენ მიდის. ჩვენი პლანეტის ოდესღაც ყველაზე მოწინავე რეგიონი – ევროპა – დასავლური ცივილიზაციის ანუ ჩვენი ცივილიზაციის სამშობლო, ძალიან სწრაფად ღარიბდება და დეგრადირებას განიცდის. სულ რაღაც ერთი წლის წინ ევროპა დედამიწის მოწინავე ნაწილს წარმოადგენდა. მაგალითად, ევროპელთა დიდი უმეტესობა სახლებს ბუნებრივი გაზით ათბობდა, როგორც ამას თანამედროვე მსოფლიო აკეთებს.

გერმანიაში, ევროპის უმდიდრეს ქვეყანაში, შეშით მხოლოდ ოჯახების 6% თბებოდა, ისიც ძირითადად სასოფლო რეგიონებში. ეს მოსალოდნელიც იყო იმის გათვალისწინებით, რომ გერმანია თანამედროვე სამრეწველო, განვითარებული ქვეყანა, სადაც ცენტრალური გათბობაა, შიდა კანალიზაცია და სხვა კომფორტი,  ახლა შუა საუკუნეებში ბრუნდება, შეშით გათბობისაკენ. მაგრამ სამწუხაროდ, შეშაც ძალიან სწრაფად ძვირდება და საბოლოო ჯამში, რომც გინდოდეს, ვერაფერს ვეღარ იყიდი, რადგან ელვისებურად ქრება. ახლა სასოწარკვეთილი გერმანელები თვითონ დადიან ტყეში და ხეებს ჭრიან – ზუსტად ისე, როგორც მათი წინაპრები აკეთებდნენ სახლების გასათბობად.

ზოგიერთი გერმანელი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ძველმოდურად შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგალითად, ბერლინიდან ორი საათის სავალზე მდებარე სოფლის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ გასათბობად ხეების ნახერხი და ნაფოტები გამოიყენოს: „ჩვენ ინოვაციურად უნდა ვიმოქმედოთ, – ამბობს პროექტის ორგანიზატორი, – თუ თვითონვე არ ვიმოქმედებთ და მთლიანად მთავრობის იმედზე ვიქნებით კრიზისის გადაწყვეტის საკითხში, არაფერი არ გამოვა“. 

სოფლის 60-სულიან მოსახლეობას ძველი, მაგრამ გაუმჯობესებული ღუმელები აქვთ, რომლებშიც ნარჩენები მაღალკალორიულად იწვის. მართალია, ისინი ამ საწვავს ბიომასას უწოდებენ, მაგრამ ფაქტობრივად, როგორც უკვე ვთქვით, ის ხმელი ხეების დაქუცმაცებულ ნარჩენებს წარმოადგენს. მთავარი ისაა, რომ ისინი სახლების გათბობას ისევ ღუმელებით მეშვეობით იწყებენ – პირდაპირ ისე, როგორც შუა საუკუნეებში. და ეს გერმანიაში ხდება!

პოლონეთში ოჯახები მთელი დღეები დგანან რიგში, რომ როგორმე ქვანახშირის ყიდვა მოასწრონ… და ეს ხდება, ვთქვათ, არა 1910 წელს, არამედ ახლა, ამჟამად, ჩვენს დროში! ქვანახშირის შახტებთან ასობით მანქანა დგას რიგში იმის იმედით, რომ საწვავს მიიღებენ. ამას ვინ წარმოიდგენდა? ერთ-ერთმა 57 წლის პოლონელმა სააგენტო „როიტერს“ ასე განუცხადა: „ხალხს მანქანებში სძინავთ, რომ რიგი არ დაკარგონ და ნახშირის მიღება შეძლონ. მე კარგად მახსოვს კომუნისტური პერიოდი, მაგრამ თავში აზრად არ მომივიდოდა , რომ შეიძლებოდა ასეთ უარეს დროში მეცხოვრა“. დიახ, როგორც ჩანს, პოლონეთში უარესი დრო დგება…

საფრანგეთის მთავრობამ ზამთრისათვის ელექტროენერგიის ნორმირების გრაფიკი წინასწარ შემოიღო. არადა, ფრანგებს იმდენი ელექტროენერგია ჰქონდათ, რომ საზღვარგარეთ ჰყიდნენ, სხვა ქვეყნებში ექსპორტირებდნენ. ახლა კი ელექტროენერგია ცოტაა და მისგან წარმოქმნილი სითბო თვითონ ფრანგებს არ ეყოფათ, რომ არ გაიყინონ.

დიდ ბრიტანეთში რესტორნების 70% დახურვას აპირებს. რატომ? იმიტომ, რომ როცა ზამთარი დადგება, რესტორნების მფლობელები სითბოზე და სინათლეზე მომატებული ფასების გადახდას ვერ შეძლებენ. და ეს ყველაფერი ხდება მთელ ევროპაში, ყველა ქვეყანაში!

თქვენ, ალბათ, იკითხავთ – რატომ შეიქმნა ასეთი სიტუაცია? პასუხი ძალიან მარტივია: ევროპა ენერგიის უკმარისობის წინაშე დადგა.

იაფი ენერგია სასიცოცხლოდ აუცილებელია. ენერგია იმ ყველაფრის გასაღებია, რისკენაც ნორმალური საზოგადოება მიისწრაფვის: აყვავებისკენ, უსაფრთხოებისკენ, ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ – ეს ყველაფერი იაფ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. მაგრამ ევროპაში და განსაკუთრებით გერმანიაში იაფი ელექტროენერგიის ეპოქა წარსულს ბარდება, რის შედეგადაც ყველაფერი იცვლება უარესობისაკენ. როგორც ამბობენ, უახლოეს თვეებში ელექტროენერგიის ღირებულება მთელ ევროპაში ასობით პროცენტით მოიმატებს.

წყარო