ვერძი
აქტიური, მოვლენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, მეგობრის დახმარებით პირადი ცხოვრების პრობლემას გადაჭრით. მოსალოდნელია მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ამიტომ შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ. ეცადეთ გამონახოთ დრო ოჯახთან ერთად გართობისა და დასვენებისთვის.
კურო
დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. ფული, რომელსაც ამ დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ყველაზე სანდო და ერთგულმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ახალმა იდეამ შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.
კირჩხიბი
თუ ახალი, ერთი შეხვედრით საინტერესო საქმიანი წინადადებით მოგმართეს, მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან ეს შედეგი მოლოდინს ვერ გაამართლებს. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გაქვთ გადატანილი და ზოგჯერ საკუთარი პრობლემები გავიწყდებათ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – გრძნობები საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. გირჩევთ სერიოზული საქმის დაწყებისგან რამდენიმე დღე თავი შეიკავოთ. მოერიდეთ ზედმეტ პრეტენზიებს და უხეშობას, რომ საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ.
ქალწული
ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უფრო ადვილად გაუმკლავდებით. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.
სასწორი
ეს დღე უახლოესი დღეების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, გამოგადგებათ. ბინის გარემონტების სურვილს შესაძლოა ოჯახის მხარდაჭერა არ მოჰყვეს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს. მოერიდეთ წვრილმანებზე ნერვიულობას, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს.
მორიელი
შესანიშნავი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. გამორიცხული არ არის, რომ რელიგიით დაინტერესდეთ. გავლენიან ადამიანთან შეხვედრა თქვენს პოზიციას გააუმჯობესებს.
მშვილდოსანი
ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო პაემანს და მხიარულ წვეულებებს უკავშირდება. ამ დღეს თქვენი აზრები ყველასთვის ნათელი და გასაგებია, მეტყველება კი დამაჯერებელი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ. ახალი იდეები შეიძლება დამატებითი შემოსავლის პოვნაში დაგეხმაროთ.
თხის რქა
ამ დღეს საკუთარი სიჯიუტისა და თავდაჯერების გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. . პროფესიულ სფეროში საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი მალე იმედებს გაგიცრუებთ.
მერწყული
მშვიდისამუშაო დღეა. ბევრი მერწყული ამ დღეს ბონუსს ან ჰონორარს მიიღებს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. საკუთარი გეგმების განხორციელების დროს ეცადეთ არ დაივიწყოთ ისინი, ვინც რთულ დროს დაგეხმარათ. ხანმოკლე სამსახურებრივ რომანს შეიძლება კოლეგებისა და უფროსების მხრიდან ღია მტრობა მოჰყვეს. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს, ფინანსებს და ენერგიას მოითხოვს.