სომხეთის სკოლებში ქართული ენის სწავლა იქნება შესაძლებელი

სომხეთის განათლების მინისტრის, ვაჰრამ დუმანიანის განცხადებით, წელს ქვეყნის ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის სწავლა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული ენა, როგორც საგანი, ფაკულტატივის სახით იქნება შეთავაზებული. ვაჰრამ დუმანიანი ასევე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.