თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მაშველები ტურისტების გადასარჩენად მწვერვალისკენ მიემართებიან.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.