“ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში, 2008 წელს დაიკარგა”, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ „პოსტზე“ კითხვა დაუსვა.
დავითაშვილის განცხადებით, ვერ დავმალავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წლის აგვისტოს ომში დავკარგეთ.
„შეიძლებოდა პასუხის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვითმინე, რომ პასუხის გარეშე დავტოვო. ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა, მაგრამ თქვენ, ჩვენ უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა. ხომ? მადლობთ!,“ – განაცხადა დავითაშვილმა.