ევროპაში ფიქრობენ, საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ხომ არ დაწიონ, რომ ვიღაცებს არ მისცენ სპეკულაციების საშუალება, თითქოს დასავლეთი შევიწროებული ვადებით ცდილობს ტემპერატურის აწევას, რევოლუციის სცენარს, ან ქვეყნის ომში ჩართვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, დასავლეთმა ვადების გადაწევით სცადა პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა.
„12 რეკომენდაციას შინაარსობრივად თუ შევხედავთ, ერთია ტექნიკური ნაწილი, რომლის მიღებასაც თვენახევარი შეიძლება, არ დასჭირდეს და მეორე ნაწილია შერიგებაზე, დეოლიგარქიზაციაზე. ვერ ვხვდები, თუ ამას ექვს თვეში ვერ ვაღწევთ, ერთ წელში როგორ ვასწრებთ? პირიქით, დედლაინი რომ არ გადაწეულიყო, უფრო გასაგები იქნებოდა, რომ მალე უნდა დასხდეთ ერთადო. ევროპაში ფიქრობენ, საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ხომ არ დაწიონ, რომ ვიღაცებს არ მისცენ სპეკულაციების საშუალება, თითქოს დასავლეთი შევიწროებული ვადებით ცდილობს ტემპერატურის აწევას, რევოლუციის სცენარს, ან ქვეყნის ომში ჩართვას. როგორც ჩანს, დასავლეთმა ვადების გადაწევით სცადა პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა. „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მეგობრები მიჩვეული არიან ბრძოლის მეთოდს, როდესაც ყველაფერია წკიპზე, რომ დღეს თუ რაიმე მოხდება, ხვალ რაღაც შეიცვლება. ეს მაღალ ემოციურ დაძაბულობაში ამყოფებს როგორც ევროპულ პარტიებს, ასევე ამომრჩეველს. ეს არის ფულსტრაციისა და იმედგაცრუების წყარო, სწორედ ამიტომ ადამიანებს პოლიტიკისკენ გახედვის სურვილი აღარ აქვთ“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.
ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გუშინ განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ“.