ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა.

აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების წლიური ანგარიშის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისში დისკუსიები აღნიშნულ ანგარიშსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გაიმართება.

მაკალისტერის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.