“ქართული ოცნების” რეიტინგი უდრის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, ის არის ერთგვარი სტაბილურობის გარანტი, – განაცხადა “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი”.
“ქართული ოცნების” რეიტინგი უდრის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, ეს ხომ ყველამ იცის. ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ცხადად არ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ მას რომ გავლენა აქვს, ფაქტია. ის არის ერთგვარი სტაბილურობის გარანტი და აქედან გამომდინარე, ის ერევა თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს საკითხი ნეიტრალური რომ იყოს, ნებისმიერი პიროვნება, ვისაც აქვს დიდი ფული და ამ ფულის არსებობა პოლიტიკაში, კლავს ჯანსაღ კონკურენციას და იწვევს ოლიგარქიული ტენდენციების გაძლიერებას. თუ ვინმეს უნდა ჯანსაღი ინტერპრეტაცია მისცეს დეოლიგარქიზაციას, ეს არის”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.