თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა, ასევე საკრებულოს წევრებმა ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. საკრებულოს წევრებმა ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
7 წლის წინ, 2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.