დასავლეთ აფრიკაში, კაბო-ვერდეს სანაპიროსთან ნავი, რომელსაც სენეგალიდან 100 მიგრანტი გადმოჰყავდა ჩაიძირა.
როგორც ABC News-ს გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა.
მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, გადაარჩინეს. გემზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი, რომელიც ზღვაზე ერთ თვეზე დიდხანს იმყოფებოდა, სავარაუდოდ, სენეგალიდან იყო.
ნავი ესპანურმა თევზსაჭერმა გემმა აღმოაჩინა.
სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემმა ქვეყანა 10 ივლისს დატოვა და ბორტზე 101 მგზავრი იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, გადარჩენილთა რეპატრიაციისთვის კაბო-ვერდეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს.
კაბო-ვერდე დასავლეთ აფრიკის სანაპიროდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს და მას მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოსახვედრ გზად ხშირად იყენებენ.