უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
„კიდევ ორი ძვირფასი, პატრიოტი დავკარგეთ. დიდება გმირებს!,“ – წერს ნადიმ ხმალაძე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 40 ქართველი ემსხვერპლა.