ვფიქრობ, რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ვანო მერაბიშვილის განცხადებები, ამას ყოველთვის გამოიყენებს „ქართული ოცნება“ – ამის შესახებ ოპოზიცინერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილის გააქტიურება ძალიან ხელსაყრელი და მაშველი რგოლია „ქართული ოცნების“, რადგან მთელი ეს ნარატივები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ ხმოვანდება, იქნება ეს მეორე ფრონტი, რომელიც სუფთა რუსული ამბავია თუ ძალადობრივად ხელისუფლების ცვლილება, მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამაძლიერებელი პროცესია. ვანო მერაბიშვილს პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი, მას რა როლი აქვს პარტიაში, რადგან არ მაქვს კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მისი წარსულიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე დადებითი როლის შემოტანა შეეძლოს პოლიტიკაში, რადგან გარდა იმისა, რომ მან მოიხადა სასჯელი, მორალური გამოწვევა მისი წარსულიდან გამომდინარე არსად წასულა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ვანო მერაბიშვილის განცხადებები, ამას ყოველთვის გამოიყენებს „ქართული ოცნება“ და თუ ამოვდივართ ქვეყნიდან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ დამატებითი მაშველი რგოლი „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა აქუბარდიამ.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.