მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ვიზიტიდან ვიზიტამდე უარესდება. როგორც მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ პატიმარი მართლა ვერ იღებს საკვებს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ აზიარებდა.
„მე რომ ყოველ დღე ვხედავდე, შეიძლება ასე მკვეთრად ვერ შემემჩნია, მაგრამ 2 კვირის წინ როცა ვიყავი, მაშინ ძალიან დიდი სხვაობა იყო წინა შეხვედრასთან შედარებით და ახლაც, სხვაობა დიდია, ძალიან ცუდისკენ არის შეცვლილი…
რას ნიშნავს, საკვებს არ იღებს? თუ შეჭამს და გული აერევა და კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს რომ არ იღებს საკვებს? მე რომ ეჭვი მქონდეს ოდნავ მაინც, რომ ის განგებ აკეთებს ამას, არავითარ შემთხვევაში მას ზიარების უფლებას არ მივცემდი“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.