6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რას იმსახურებთ და რას იღებთ, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ფაქტობრივად, ეს ერთი სურათის ორი მხარეა. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებს პატარა გამოცდა მოუწყოთ და მათი ზრახვების სიწმინდეში დარწმუნდეთ.

კურო

თქვენი ნიშნის ზოგიერთი მახასიათებელი მეტყველებს, რომ ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი გაქვთ. პრინციპულ საკითხებში უკან არ უნდა დაიხიოთ – პიროვნული ხიბლისა და დიპლომატიის წყალობით მეტის მიღწევა შეგიძლიათ. ეცადეთ, საკუთარ მოტივებს და არგუმენტებს უფრო კრიტიკულად მიუდგეთ.

ტყუპები

მიმდინარე მოვლენებში გარკვევა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ უნდა სცადოთ. რაღაცების სწორად გამოთვლა და ახლობელ ადამიანებთან საკუთარ გეგმებზე საუბარი მოგიწევთ. მალე ხანმოკლე მოგზაურობა, მოულოდნელი სტუმრები და სასიამოვნო ურთიერთობა გელით.

კირჩხიბი

დროა, საკუთარი ემოციური ცხოვრება უსარგებლო ნარჩენებისგან გაწმინდოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. იქნებ დაფიქრდეთ და გაწყვიტოთ კავშირები, რომლებიც თავისუფლებას გიზღუდავენ. თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, შეიმსუბუქოთ ვალდებულება, რომლის აღებასაც უკვე ნანობთ.

ლომი

იმედია, კურსის შეცვლა და ვალდებულებებზე უარის თქმა უკვე გადაწყვიტეთ. ლომებს არ მოსწონთ მარტოობა. ახალი ურთიერთობები ძველების დატოვებულ სიცარიელეს ამოავსებს. წინ საინტერესო მოვლენები გელით, თან ამ დროისთვის ძველი ვალდებულებების სრულად შესრულებასაც შეძლებთ.

ქალწული

შესაძლოა, ამ დღეს ძალიან რთულ, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. სავარაუდოდ, დიდი ზეწოლის ქვეშ ხართ, მაგრამ ძველი მეგობრის ან საყვარელი ადამიანის რჩევა ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ.

სასწორი

გაითვალისწინეთ, რომ ფულით ემოციური უკმარისობის შევსება შეუძლებელია. თუმცა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება მრავალმხრივ სასარგებლო იყოს. ნუ შეგეშინდებათ, თუ გარშემო მყოფი ადამიანები თქვენს იდეებს სიგიჟედ ჩათვლიან. ეს მათი პრობლემაა. უნდა გააგრძელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ საქმე, რომელიც დაიწყეთ!

მორიელი

მშვენივრად იცით, თქვენ ირგვლივ ვინ როგორი მგრძნობიარეა. თუ ასეთებს მტკივნეულ ადგილზე ფეხს დაადგამთ, ისინი თქვენს ცხოვრებას პრობლემებით აავსებენ! გირჩევთ, პარტნიორის ახირებებს მოთმინებით შეხვდეთ – ცოტა ხნით მაინც.

მშვილდოსანი

შეიძლება არ მოგწონთ, როცა გეუბნებიან, რომ საკუთარ რიგს უნდა დაელოდოთ, მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რისი გაკეთებაც მოგიწევთ. მცირე თავგანწირვა ისევ თქვენთვის იქნება სასარგებლო, ამიტომ ეცადეთ, საკუთარ თავზე მეტად ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ, დროებით მაინც. კარგი იქნება, სრულყოფილ დასვენებაზე იფიქროთ – ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თხის რქა

ყველამ კარგად იცის, რომ რთული თავსატეხები გიყვართ. თუმცა, ამჯერად, ვარსკვლავები ადასტურებენ, რომ საკუთარ თავს შეუსრულებელი ამოცანა დაუსახეთ. ყველაფრის მიუხედავად, ძალისხმევა ნამდვილად ღირს, რადგან საუკეთესო შედეგის მიღებაა მოსალოდნელი.

მერწყული

ახლო მომავალში წინ რთული პროცესები გელით, თუმცა ახალი ვალდებულებების აღება სულაც არაა საჭირო საკუთარი თავის წარმოჩენისთვის. ეცადეთ, ძველი საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ და კოლეგებზე უკეთესი შედეგები აჩვენოთ.

თევზები

თუ გსურთ, თავი დაცულად იგრძნოთ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ხელსაყრელი დროა ბიზნეს და კომერციული კავშირების დამყარებისთვის. ამასობაში შეიძლება, საკუთარ თავში ფარული ნიჭიც აღმოაჩინოთ.