ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს რიგით მე-10 „თბილისიმარათონი“ გაიმართება.
ღონისძიება სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. „თბილისიმარათონის“ მარშრუტი ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.
„თბილისიმარათონი“ სამ გარბენს მოიცავს: ნახევარმარათონს (21,097 კმ); 10 კილომეტრიან გარბენს; ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ).
მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი.
ორგანიზატორთა განცხადებით, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, წელს 3 000-მდე გაიზრდება მონაწილეთა რიცხვიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც.
2015 წლიდან „თბილისიმარათონი“ მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად, ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის Official Timekeeping and Data Processing სისტემით მოხდება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.