29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს ხალხისგან შორს ყოფნა გჭირდებათ, მათ შორის – ყველაზე ახლობლებისგანაც. ემოციების კონტროლი გიჭირთ. შედეგად, შეიძლება სკანდალში გაეხვიოთ. ამიტომ, ცოტა ხნით მარტო დარჩით და ეცადეთ, კარგად დაისვენოთ.

კურო

მხოლოდ სანდო მეგობრებს შეუძლიათ შემოგთავაზონ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. ნუ ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს, გაუხსენით გული ახალსა და საინტერესოს. თავდაჯერებულად და მშვიდად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

ტყუპები

ნუ გეუხერხულებათ, თუკი საკუთარი ნიჭის საჯაროდ გამოვლენა მოგიწევთ. დაე, ყველამ დააფასოს თქვენი უნარები. სასურველია, დღეს ტყუპებმა თავიანთი ყოველი სიტყვა და მოქმედება აკონტროლონ, რათა გაუგებრობაში არ მოხვდნენ. ის, რასაც დღეს გეგმავთ, დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან.

კირჩხიბი

დღეს თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე დამოკიდებული იქნება ის, თუ როგორ თუ ჩაივლის ეს კვირა. ყურადღება უნდა გაამახვილოთ მნიშვნელოვან საკითხებზე. და არანაირი ახალი საქმე, თუ ჯერ ძველი პროექტები არ დაგისრულებიათ – გაითვალისწინეთ, რომ ძალა ყველაფრისთვის არ გეყოფათ.

ლომი

ლომისთვის კარგი დღეა საზოგადოებაში აქტიურობისთვის, კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. უფრო მეტიც, დღე წარმატებულია ფინანსების მხრივ – შეგიძლიათ, უფრო მეტის მიღების იმედი გქონდეთ, ვიდრე წინა დღეს დაგეგმეთ.

ქალწული

ქალწულისთვის მოვლენებით სავსე დღეა, რომელიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ. უბრალოდ, შეეცადეთ მუშაობის დროს შეისვენოთ ხოლმე. საღამოს კარგ ამბავს ელოდეთ თქვენი საყვარელი ადამიანისგან.

სასწორები

თუ სასწორი ხელმძღვანელობასთან კონსტრუქციულ კამათს მოახერხებს, არის შანსი, გამარჯვებული გამოვიდეს. უბრალოდ ფრთხილად იყავით, სიტყვით შეურაცხყოფა არ მიაყენოთ უფროსს – მაინც მის კომპანიაში მუშაობთ. პოლს ნუ გამოუშვებთ იქ, სადაც ურთიერთობის გადარჩენა გჭირდებათ.

მორიელი

ისწავლეთ ენერგიის დაზოგვა. თუ ყველა წვრილმანზე დაიხარჯებით, მაშინ ახალ პროექტებს ვეღარ განახორციელებთ. იყავით უფრო ყურადღებიანი ფინანსური პრობლემების მიმართ. საღამოს, თუ შესაძლებელია, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მშვილდოსანი

თუ დღეს საჭირო ადამიანებთან თანამშრომლობას დაიწყებთ, წინსვლასა და პროფესიულ სფეროში მოგებიანი ნიშის დაკავებას შეძლებთ. ამას დიდი ენერგია და მოთმინება დასჭირდება, მაგრამ ღირს. მთავარია, კარიერის კიბეზე მიმავალმა განვითარება და ახლის სწავლა არ შეწყვიტო.

თხის რქა

თუ ტემპს გაზრდი, დღევანდელი დღის გმირი გახდები. თუ კეთილდღეობა გსურთ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარი უნარების გამოვლენა – როგორც შემოქმედებითის, ასევე კომერციულის. დღეს მთავარია, ორგანიზებული იყოთ და დავალებები ზედმიწევნით შეასრულოთ.

მერწყული

მერწყულებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება სამუშაოსა და იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც მუშაობთ. წარმატება თქვენს ცოდნაზეა დამოკიდებული. ისე, თუ ლოგიკასაც ჩართავთთ, მაშინ მართლაც შუფასებელი გახდებით. შორ მანძილზე მგზავრობა გააუქმეთ.

თევზები

სტრატეგია და ტაქტიკა – აი, როგორ უნდა იმოქმედოთ დღეს. თუ ფიქრობთ, რომ პირადი ცხოვრების მოწყობა გჭირდებათ, შეწყვიტეთ ლოდინი, ახლა მოქმედების დროა. მით უფრო, რომ თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, ვის მიმართაც გულგრილი არ ხართ.