ვერძი
არასტაბილურ ოჯახებში უთანხმოებაა მოსალოდნელი – შესაძლოა, წარსულის პრობლემებმა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თავი, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ. ხანდაზმული მშობლების ჯანმრთელობა ყურადღებას მოითხოვს და ოჯახის ყველა წევრის შეშფოთებას იწვევს. ნუ ააშენებთ ახალ ურთიერთობას წარსულის ნანგრევებზე. ეცადეთ, წინ გაიხედოთ.
კურო
ამ დღეს სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა გელით. თქვენი ამბიციურობა გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნას მოითხოვს. თუ ასეთი შანსი მოგეცათ, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ და შეიძლება ფინანსური ჯილდოც დაიმსახუროთ.
ტყუპები
ეს დღე გამოავლენს ტყუპების სრულ გულგრილობას როგორც პირადი ცხოვრების, ისე პროფესიული საქმიანობის მიმართ. შეგიძლიათ დინებას მიჰყვეთ, მაგრამ ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სადღაც თქვენთვის არასასურველ ადგილზე აღმოჩნდით.
კირჩხიბი
მარტოხელა კირჩხიბებს სავარაუდოდ, რომანტიკული ან საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ელით. გირჩევთ დაოჯახებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ და ყველა დადებითი თუ უარყოფითი მომენტი კარგად აწონ-დაწონოთ.
ლომი
საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ აზრი გამოხატოთ, საჭირო კონტაქტები დაამყაროთ და თანამოაზრეებს შეხვდეთ. ტექნიკურ და შემოქმედებით პროექტებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვება. თქვენ რეალური შანსი მოგეცემათ, რომ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმდეთ. ეცადეთ, ოპონენტები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ და დასახულ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ.
ქალწული
აგვისტოს ბოლო დღეები ძალას და თავდაჯერებას შეგმატებთ და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხართ, როდესაც საკუთარ საჭიროებას გრძნობთ და თუნდაც ერთი ადამიანის გაბედნიერება შეგიძლიათ.
სასწორი
სავარაუდოდ, ამ დღეს პროფესიულ სფეროში თქვენი აქტიურობა საყოველთაო აღიარებას მოგიტანთ. ვარსკვლავები სასწორებს სულიერ ჰარმონიას, მშვიდობას და მფარველობას ჰპირდებიან. მოერიდეთ ქაოსს და აურზაურს. მიჰყევით წინასწარ შედგენილ გეგმას და დამატებით დატვირთვაზე უარი თქვით.
მორიელი
ამ დღეს თქვენი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო თბილი და სანდო გახდება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს იდეალს შეესაბამება. თუ ასე მოხდა, დიდხანს აღარ იყოყმანოთ და მარტოხელა ცხოვრება დაასრულეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს გარშემო მყოფთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. ნებისმიერ სიტუაციაში კარგად ორიენტირება შეგიძლიათ, მაგრამ შეიძლება დეტალები გამოგრჩეთ, ეშმაკი კი მოგეხსენებათ, დეტალებში იმალება. რთულ წუთებში შეგიძლიათ კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ.
თხის რქა
ვარსკვლავების გავლენით თქვენში თანდაყოლილი მეწარმის ნიჭი, ფულის შოვნის ცოდნა და ვითარების რეალურად შეფასების უნარი გაიღვიძებს, რაც თქვენი ცხოვრების დონეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეცადეთ საქმიანი პარტნიორების მიმართ მეტი გულწრფელობა გამოიჩინოთ. ამ შემთხვევაში ერთობლივი საქმიანობის შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩება.
მერწყული
ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ, თუმცა მუდმივი დაბრკოლებების გამო სიყვარულში საკუთარი თავის რეალიზება გიჭირთ. მოერიდეთ ყველაფერს, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე გარეგნობაზე ან ავტორიტეტზე უარყოფითად აისახება.
თევზები
ვარსკვლავებმა შეიძლება, გაუმართლებელი რისკებისკენ გიბიძგოთ. კაზინოში დიდი ფულის მოგების იმედი ნუ გექნებათ. ჰოროსკოპის მიხედვით, 2023 წლის 20 აგვისტო საოჯახო საქმეების, რემონტის და მშენებლობისთვის ხელსაყრელი დროა.