17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

როგორც არ უნდა დაგეზაროთ, დღევანდელი საქმე ხვალისთვის არ გადადოთ. ეცადეთ, ფინანსურად მოგებიან საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერთი ან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება აირჩიეთ და მთელი ყურადღება მათ შესრულებაზე გადაიტანეთ. მოერიდეთ ოჯახის წევრების მიმართ უხეშობას და მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინეთ. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზეც იზრუნოთ – გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ.

კურო

შეთავაზებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. სანამ პასუხს გასცემთ, კარგად დაფიქრდით, საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ. შეგიძლიათ, პლანეტების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და დაგროვილი საქმეები დაასრულოთ. მოერიდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას – ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

ტყუპები

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია. რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ამიტომ ჯობია, რთული საკითხები სხვა დროისთვის გადადოთ. ურთიერთობას ადვილად ამყარებთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ მეტად იაქტიუროთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

კირჩხიბი

მშვიდი და უპრობლემო დღეა. შესაძლებლობა გაქვთ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ახალი საქმის დაწყებაც შეიძლება, მაგრამ დიდი პროექტისგან, რომელიც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, თავი უნდა შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება შფოთვა და გაურკვევლობა იგრძნოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. გირჩევთ მიუწვდომელ ოცნებებს არ შეეპოტინოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში გიმართლებთ, ამიტომ შეგიძლიათ, ძალა რთულ საქმეში მოსინჯოთ ან ექსპერიმენტი ჩაატაროთ, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ. ნუ მოიწყენთ, თუ პირველივე ცდა წარმატებული არ აღმოჩნდა – ვინც არაფერს აკეთებს, ის არასოდეს ცდება. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ ყურადღება მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა გაამახვილოთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ნუ მისცემთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს უფლებას, რომ თქვენით ისარგებლონ.

ქალწული

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, თავშეკავებულად იმოქმედოთ და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ, რათა შემთხვევით, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი არ შეურაცხყოთ. სავარაუდოდ, ძველი, მცდარი გადაწყვეტილება ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგირთულებთ.

სასწორი

ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც კარგად იცით და შეგიძლიათ. სხვა შემთხვევაში შეიძლება, დანაპირები ვერ შეასრულოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

მორიელი

თქვენი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისა თუ ადამიანების მიმართ დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვლება, ამიტომ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ და საეჭვო შემოთავაზებებს არ დაეთანხმოთ. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, პარტნიორის აზრი მეტად გაითვალისწინოთ. სამსახურში გადატვირთვამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს.

მშვილდოსანი

ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, თქვენი კარგი მეგობარი გახდება და სამომავლო პროექტებში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ხარჯები შეზღუდოთ და დაზოგვის რეჟიმი ჩართოთ – მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. ემოციები აკონტროლეთ და ტყუილად ნუ ნერვიულობთ. ნუ ეცდებით, ადამიანებს საკუთარი შეხედულებები თავს მოახვიოთ და, როცა შესაძლებელია, დაუთმეთ.

თხის რქა

თუ შესაძლებელია, ეს დღე სახლში გაატარეთ, გარეთ არ გახვიდეთ და დისტანციურად იმუშავეთ. შესაძლებელია ტელეფონით ან ინტერნეტით ხელსაყრელი წინადადება მიიღოთ. გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

მერწყული

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება რთულ პროექტში ჩაერთოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ: სხვების დახმარება იმედს გაგიცრუებთ. ამ დღეს მოქმედების მკაფიო გეგმა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე შეუსრულებელი დარჩება.

თევზები

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ზოგი მოვლენის ან ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. უსიამოვნო სიახლეს მიიღებთ, რომელიც ახლობელი ადამიანის მიმართ იმედებს გაგიცრუებთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას – შეიძლება ვიღაცას თქვენი დახმარება დასჭირდეს.