1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8291 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8291 ლარი ეღირება, ევრო – 2.7623 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1329 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8352 ლარი ღირდა, ევრო – 2.7482 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.0751 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველი ოქტომბრისთვის ამოქმედდება.