1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5925 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5925 ლარი ეღირება, ევრო – 2.7460 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1066 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5933 ლარი ღირდა, ევრო – 2.7398 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.0811 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 მარტს ამოქმედდება.