1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5754 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5754 ლარი ეღირება, ევრო – 2.7727 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1569 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5764 ლარი ღირდა, ევრო – 2.7665 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1453 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 მარტს ამოქმედდება.