1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5340 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5340 ლარი ეღირება, ევრო – 2.7352 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1510 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5310 ლარი ღირდა, ევრო – 2.7358 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1460 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მაისს ამოქმედდება.