,, ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკურად შემცირდება”- გიგი უგულავა

ესენი არიან რუსები და შენ მიდიხარ პრეზიდენტობიდან ისე, რომ რუსებს უტოვებ რუსეთთან მებრძოლ პრეზიდენტს? სულ რომ უბედურება იყოს, არ მოგწონდეს, გეზიზღებოდეს, მნიშვნელობა არ აქვს, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრისას, „ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკურად შემცირდება, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მის პიროვნებასთან ერთად, თანამდებობასთანაც არის დაკავშირებული.

„პრაგმატულ სიბრტყეზე თუ ვლაპარაკობთ, არც ერთი ძალისხმევა არ არის ასე მისატოვებელი. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ოფისიდან რომ გამოვა, პოლიტიკურად ის 2/3-ით შემცირდება, იმიტომ, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის დაკავშირებული მის ოფისთან, არა მარტო მის პიროვნებასთან, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ამიტომ, მე პირიქით ვთვლი, რომ უნდა ქნას [შეიწყალოს სააკაშვილი] და ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს. ის ხომ მის მომხრეების ენერგიაზე მოყვანას, დაგაზვას გამოიწვევს. მე იმას კი არ ვლაპარაკობ, რომ ვიღაცა გამოვა, ჯოხს დაარტყამს და ყველაფერი შეიცვლება – არა, ჩვენ მოგვიწევს უბედური შრომა, მაგრამ აქ არის ძალიან მარტივი რაღაცა. იმის მაგივრად რომ შეეცადო და სამი პრეზიდენტის ფორმატი გააკეთო, რომელიც გაცილებით მძლავრი ხმა იქნებოდა გინდა ქვეყნის გარეთ და გინდა ქვეყნის შიგნით, ჯერ შენ მანახე, რომ შენ შეგიძლია გვერდზე გადადო განსხვავება. მე რომ მეუბნები, ამ პარტიებს რომ ეუბნები და სწორად ეუბნები, რომ გვერდზე გადადეთ განსხვავება, ამის მაგალითი მან [ზურაბიშვილმა] უნდა მისცეს“, – განაცხადა უგულავამ.