ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

ამასთან, შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს, დილით პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძეს გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე განცხადებით, ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას თვალის არეში დაზიანება მიაყენა.