იყო ქველმოქმედი, მხოლოდ კარგი და მისაბაძი მაგალითი კი არა, ადამიანების გაბედნიერებისა და სიხარულის მინიჭების ზებუნებრივი ნიჭია. საქველმოქმედო ფონდი ,,სხივი“ სწორედ ასეთ სიკეთესა და სიხარულს ასხივებს ადამიანებისათვის. ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელიწადია ბათუმში დაფუძნდა, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს თანადგომისა და თანაინვესტირების საქველმოქმედო პროექტებს. გვერდში უდგას მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებს და შშმ პირებს. ამჯერად კი მათ ჩვენი აუტისტი და შშმ პატარები გააბედნიერეს.
ELT Group-ის მისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბათუმის და ახლა უკვე თბილისის ურბანულ განვითარებაში, სადაც განხორციელებული აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მასშტაბური პროექტები ,,იელთი კვარტალისა” და ,,ესპანური კვარტალის” სახით.
ELT Group-ის ხედვა მხოლოდ ხარისხიანი და ინოვაციური სამშენებლო პროდუქტებით არ შემოიფარგლება. ნებისმიერი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულება არის მისი სოციალური პასუხისმგებლობა, იმ ადამიანების თანადგომა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს „იელთი“ და თანაბრად მნიშვნელოვანად მიიჩნევს, როგორც ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ისე „სხივის“ ფონდის სახელით ქველმოქმედებაში აქტიურ ჩართულობას, ადამიანების საჭიროებების გამოვლენას და დახმარებას.
ასევე აქტიურად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას, ახალგაზრდული გუნდებისა და ცალკეული სპორტსმენების მხარდაჭერას, რადგან მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სპორტით დაკავდნენ და საკუთარი უნარები განავითარონ.
ანა ჯიოშვილი- საქველმოქმედო ფონდ ,,სხივის“ დამფუძნებელი:
,,სიკეთე მხოლოდ დახმარების აქტი არ არის, ის არის გზავნილი, რომ ზრუნვის ძალა შეუცვლელია და გაერთიანებული ძალისხმევა ყოველთვის იწვევს დადებით ცვლილებებს. ხშირად ერთ პატარა ჟესტსაც შეუძლია მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია: შეცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი, განწყობა, დაუბრუნოს იმედი და ახალი ძალა მისცეს. სწორედ ასეთი მომენტები მმატებს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ჩემს გუნდთან ერთად, ადამიანების უკეთესი მომავლის შესაქმნელად.”
ეძებო მხარდაჭერის საუკეთესო ფორმა, იქნება ეს ფინანსური დახმარება, ემოციური მხარდაჭერა თუ პრაქტიკული რესურსები, პარალელურად კი ამ პროცესში სხვა ადამიანები საერთო მიზნით ჩართო. საბოლოოდ კი, შეძლო ამ პროცესის წარმატებით დასრულება, ყოველ ჯერზე წარუშლელ კვალს ტოვებს ემოციურად-სწორედ ასეთ კვალი დატოვა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სხივმა“ ჩვენი პატარების გულებში და მათი სიხარულის შემოქმედი გახდა.
პ.ს. აუტისტური სპექტრის მქონე და შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების სახელით, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ,,სხივს“ ჩვენი პატარების ყოველდღიური ცხოვრების გასხივნოსნებისა და გვერდში დგომისათვის. წარმატებები და წინსვლა კომპანიას და მთელს მის კოლექტივს. სიკეთე გადამდებია და ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ აუტიზმს.
აუტისტ და შშმ ბავშვთა უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი
პროექტი ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმი“

