უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე გადააყენა თანამდებობებიდან.
შესაბამისი ბრძანებები უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა ვლადიმირ კონდრატიუკმა, ხოლო მოადგილის თანამდებობები – ალექსანდრ ნაბოკმა, ოლეგ სახონმა და ნიკოლაი მიკოლენკომ.
ამასთან, კონდრატიუკის შემცვლელს, ზელენსკის გადაწყვეტილებით, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილე ვადიმ გლადკოვი იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ალექსანდრ ბელოუსი და ალექსეი ოსიპენკო დაიკავებენ.