მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს – რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე გახდა.
ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებაზე ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემების წამყვანებმა საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელეს.
გადაცემა “კაპიტალის” ჯილდო, კომპანია “ავტობანს” – ბაკურ ხუნდაძეს გადაეცა, ხოლო გადაცემა “ტელეგრამის” რჩეული კომპანია კი, “კასს ლენდი” გახდა.
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ჟურნალისტების რჩეული “მისტერ შარმი” და მედიის რჩეული ბიზნესი “არემჯი” – ალექსანდრე დევიძე გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად “საზოგადოებრივი მაუწყებელი” დაასახელა.