Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლებს

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს.

ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას.

„პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით.

ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.