მედიაჰოლდინგმა „ჯორჯიან თაიმსმა“, ჟურნალისტების გამოკითხვა, რომელსაც 2020 წლიდან ატარებს, ამჯერადაც ჩაატარა და გამარჯვებულები ათ ნომინაციაში გამოავლინა.
ნომინაციებს შორის იყო: წლის ადამიანი, წლის ანტიგმირი, წლის მოვლენა, წლის პოლიტიკოსი, წლის კულტურული მოღვაწე, წლის ბიზნესმენი, წლის სპორტსმენი, წლის პრობლემა, წლის პროფესია და წლის დიპლომატი გამოავლინა.
გამოკითხვაში წამყვანი მედიასაშუალებების 30 საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტი მონაწილეობდა. ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა 10 ნომინაციაში საკუთარი ფავორიტები დაასახელეს. მედიაგამოკითხვის მიხედვით, ჟურნალისტების რჩეული ნომინანტების სია ასე გამოიყურება:
წლის ადამიანი – მედიაგამოკითხვის თანახმად, წლის ადამიანად, საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი – ილია მეორე დასახელდა
ნომინანტებს შორის იყვნენ: ილია მეორე, ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, დევი მეზურნიშვილი, კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი.
წლის ანტიგმირი – გამოკითხული ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გახდა.
ნომინანტებს შორის იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი კობახიძე
წლის მოვლენად, ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, პანდემიის დასასრულის დასაწყისი დასახელდა.
ჩამონათვალში იყო: საქართველოს ენერგეტიკის ჰაბად ქცევის ინიციატივა, პანდემიის დასასრულის დასაწყისი, ანაკლიის პორტის მშენებლობის აღდგენის დაანონსება, ეკონომიკური წინსვლა, ხუდონჰესის გამოსყიდვა სახელმწიფოს მხრიდან
წლის პოლიტიკოსი, გამოკითხვის თანახმად საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.
აღნიშნულ ნომინაციაში იყვნენ: ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვოლსკი, ლევან ხაბეიშვილი, შალვა პაპუაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ირაკლი ზარქუა, იაგო ხვიჩია
წლის კულტურული მოღვაწედ, მედიაგამოკითხვის მიხედვით, რეჟისორი ლევან თუთბერიძე დასახელდა.
ნომინანტებს შორის იყვნენ: მარიამ ბიგვავა, ქეთი დოლიძე, დემნა გვასალია, ლევან თუთბერიძე
წლის ბიზნესმენი, მედიის გადაწყვეტილებით, კომპანია კომპანია „თამ მენეჯმენტის“ დამფუძნებელი – პანტიკო თორდია გახდა.
ნომინანტების სიაში იყვნენ: თემურ ჭყონია, სოსო ფხაკაძე, ლაშა პაპაშვილი, კახა მჭედლიშვილი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ირაკლი გაჩეჩილაძე, პანტიკო თორდია, დავით ბარდაველიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი, ვასილ სუხიაშვილი, ივანე ნაკაიძე, პაატა კურტანიძე, ვაჟა ოქრიაშვილი.
წლის სპორტსმენად კი, მედიაგამოკითხვის მიხედვით, წარმატებული ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
ნომინანტებს შორის იყვნენ: ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა ტალახაძე, ირმა ხეცურიანი, ნონა გაფრინდაშვილი, ელენე ქებაძე, ტატო გრიგალაშვილი
წლის პრობლემის ნომინაციაში, ხმები თანაბრად ორ პრობლემაზე გადანაწილდა და აღნიშნულ კატეგორიაში, დედაქალაქში არსებული საცობები და პროდუქტებზე ფასების ზრდა დასახელდა.
ჩამონათვალში იყო: დედაქალაქში არსებული საცობები, უმუშევრობა, სიღარიბე, საწვავის ფასის ზრდა, პროდუქტებზე ფასების ზრდა.
წლის პროფესიად კი, ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესია დაასახელეს და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ნომინაციაში სწორედ ჟურნალისტი გამოვლინდა.
ჩამონათვალში იყო: ექიმი, მეხანძრე, პოლიციელი, ჯარისკაცი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, ექსპერტი.
წლის დიპლომატი კი, წელს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჭოუ ციენი გახდა.
აღნიშნულ ნომინაციაში იყვნენ: ილია დარჩიაშვილი, კელი დეგნანი, გიორგი ჯანჯღავა, ზურაბ პატარაია, ანდრიუს კალინდრა, პაველ ჰერჩინსკი, ჭოუ ციენი.