ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს და საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი წერს, ვიდრე ყველა ცდილობს, გახდეს ეკონომიკურად დამოუკიდებელი ჩინეთისგან, საქართველოს სხვა მხარეს უხვევს.
„რუსეთის დახმარება სანქციებისთვის თავის არიდებაში, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. ირონიულად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სწორ მიმართულებას ევროპისკენ“, – წერს გერმანელი ევროპარლამენტარი.