ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის წევრი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
„მოუთმენლად ველით პარლამენტში მის გამოსვლას“, – წერს ჟელეზნიაკი „ტელეგრამის“ არხზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეფორმების პოზიტიურ შეფასებაზე მიუთითებს.