პარლამენტში შემოვიდა პრეზიდენტის შესაბამისი დასკვნა, თუ რატომ დაადო კანონპროექტს ვეტო. ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეთქვას რამე, ან სტრასბურგის გადაწყვეტილებებში იყოს რაიმე, ამ დასკვნაში წარმოდგენილი არ არის, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ვეტოს პოლიტიკურ ხასიათზე. უმრავლესობა ამ ვეტოს აუცილებლად დაძლევს და შესაბამისად საქართველოში იმოქმედებს ის კანონი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენი საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მიქანაძემ.
პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.