უკრაინის გლობალური პროპაგანდისტული კამპანია ყრუ კედელს აწყდება: სამიტმა მიზანს ვერ მიაღწია – უცხოური პრესა

„დასავლეთის მცდელობა რუსეთის იზოლირების მიზნით ჩაიშალა, რაც თვალსაჩინოდ აჩვენა შვეიცარიის სამშვიდობო სამიტმა. ჩინეთმა ნათლად მიანიშნა, რომ ამგვარ დიპლომატიაში მონაწილეობას არ მიიღებს და რომ კიევის მცდელობა უშედეგოა. ინდოეთმა, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ და რიგმა ქვეყნებმა დელეგაციები კი გაგზავნეს, მაგრამ შემაჯამებელ დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს“, – იუწყება ამერიკული ანალიტიკური გამოცემა „ბლუმბერგი“ (Bloomberg) სტატიაში სათაურით „უკრაინის გლობალური პროპაგანდისტული კამპანია ყრუ კედელს აწყდება: სამიტმა მიზანს ვერ მიაღწია“ (ავტორები – ანდრეა პალაშიანო და ბასტიან ბენრატი).


ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო „გლობალური სამხრეთის“ რიგი საკვანძო ქვეყნების მხარდაჭერის მიღება, რაც იმას აჩვენებს, რომ რუსეთი შორს არის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისაგან. შემაჯამებელი დოკუმენტი – კომუნიკე ფაქტობრივად სამ პუნქტამდე შემცირდა და მასში უკრაინისათვის ფრიად სასურველი პუნქტები ან ამოღებულია, ან „წყალშია გაზავებული“, თანაც 92 დელეგაციიდან ხელი მხოლოდ 80-მა მოაწერა (შენიშვნა: როგორც ბოლო მონაცემებით ირკვევა, კომუნიკეზე ხელმომწერი ქვეყნებიდან სამმა – იორდანიამ ერაყმა და რუანდამ ხელმოწერები უკან გაიწვიეს).


ერთ-ერთი ქვეყანა საუდის არაბეთი აღმოჩნდა, რომელიც თავდაპირველად სამიტის პერსპექტივა არცთუ წარმატებულად მიაჩნდა და მასში მონაწილეობას არ აპირებდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში არაბულ სამეფოში ბლიც-ვიზიტი განახორციელა და ერ-რიადში მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა, რომ მისი მხარდაჭერა მიეღო. პრინცმა, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი რაღაცაში დააიმედა და მართლაც, შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში, სადაც სამიტი ტარდებოდა, თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი გაგზავნა, მაგრამ… მან პირველ პლენარულ სხდომაზევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მიმართებით „რთულ კომპრომისზე წასასვლელად მზად უნდა იყოს, რათა ომი შეწყდესო“. საბოლოო ჯამში კი პრინცს კომუნიკეზე ხელი არ მოუწერია.


ინდოეთის დელეგატმა ფავან კაპურმა – საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა და ინდოეთის ყოფილმა ელჩმა რუსეთში – განაცხადა, რომ მშვიდობას მხოლოდ დოკუმენტის ის ვარიანტი მოიტანს, რომელიც ორივე მხარისთვის რუსეთისთვისაც მისაღები იქნება.
და მართალია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტს „წარმატებული“ უწოდა, მაგრამ არადასავლურმა ქვეყნებმა უკრაინის ლიდერს მკაფიოდ მიანიშნეს, რომ არცერთი ფორუმი, რომელიც სამშვიდობო პირობების შესაქმნელად არის მოწოდებული, არ შეიძლება რუსეთის გარეშე ჩატარდეს. ჩინეთმა და ბრაზილიამ ომის მშვიდობიანად დარეგულირების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ორივე მეომარი მხარის ჩართვას ითვალისწინებს.


უნდა ითქვას ისიც, რომ კიევის დასავლელი მოკავშირეებისთვისაც მაინცდამაინც საინტერესო არ აღმოჩნდა. ჯო ბაიდენისთვის უფრო პრიორიტეტული ლოს-ანჟელესში დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა აღმოჩნდა ჰოლივუდის ელიტასთან, ამიტომ მან შვეიცარიაში, ლიუცერნის ტბასთან მდებარე ბიურგენშტოკის სამიტზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაგზავნა, რომელიც, თავის მხრივ, ბოლომდე არ დაელოდა შეხვედრის დასრულებას და ამერიკაში ნაადრევად დაბრუნდა. მხოლოდ ორი საათი ესწრებოდა სამიტს იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კესიდაც. ბიურგენშტოკი ნაადრევად დატოვეს საფრაგეთის პრეზიდენტმა ემნუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც.


იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ კი, რომელმაც შვეიცარიის სამშვიდობო კონფერენციის წინ, 13 ივნისს, აპულიაში ჩატარებულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მხურვალედ მიესალმა ვოლოდიმირ ზელენსკის, ბიურგენშტოკის შეხვედრაზე დააგვიანა – შაბათი გამოტოვა და კვირა დილით ჩავიდა, მაგრამ სწრაფად დაბრუნდა სამშობლოში.


წყარო