უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში  კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.„სამწუხაროდ ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ“, – წერს სოციალურ ქსელში  ვანო ნადირაძე.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი გიორგი ნარმანია ბახმუტთან ბრძოლებს ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.