უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ლეკიაშვილი გასული წლის მაისში, ბახმუტის დაბომბვის დროს დაიჭრა. ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.