უკრაინაში ომის დაწყებიდან 70 000-დან 80 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კოლმა განუცხადა, წერს Deutche Welle.
მანვე აღნიშნა, რომ საუბარია მიახლოებით დანაკარგებზე.
”ეს მაჩვენებელი, შეიძლება იყოს ოდნავ დაბალი ან ოდნავ მაღალი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე ის რეალობას შეესაბამება”, – თქვა მან.
ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასეთი „შთამბეჭდავი“ დანაკარგების მიუხედავად, რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ მიზანს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრისას დაისახა.
“მისი მთავარი მიზანი იყო მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება, კიევში ხელისუფლების შეცვლა და უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული ერის განადგურება. არცერთი ეს არ მომხდარა”, – ხაზგასმით აღნიშნა კოლმა.
მან აღიარა, რომ უკრაინულმა მხარემაც განიცადა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი, თუმცა კონკრეტული ციფრები არ მოუყვანია.