თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი გადაბრუნდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი, თურქეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მიგრანტებით დატვირთული ნავი, თურქეთის იზმირის პროვინციის სანაპიროსთან ახლოს ქარიშხლიან ამინდში გადაბრუნდა.
თურქმა მაშველებმა ექვსი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ორი მიგრანტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, ამ დრომდე, გრძელდება.
თურქეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ. ინფორმაცია არალეგალი მიგრანტების ეროვნების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.