თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში,” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს”, რომელზეც თქვენ აპელირებთ – არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. ევროკავშირის მხრიდან იყო ამის შეფასება და თვითონ პლატფორმაც კი არ იღებს ანგარიშზე პასუხისმგებლობას, რადგან ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტია, თავად ექსპერტების შეფასებებს გამოხატავს და ამ ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას არ იღებს სამოქალაქო პლატფორმა. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას,” – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ინდექსში მოყვანილი ინფორმაცია და დასკვნები შეუსაბამობაშია თავად ევროკავშირის ანგარიშებში არსებულ მონაცემებთან, რომლის თანახმადაც საქართველოს პროგრესის მზარდი დინამიკა აქვს მრავალი მიმართულებით.
„მე არ მესმის, რატომ გიხარიათ ნებისმიერი მსგავსი ტიპის ნეგატიური ინფორმაცია. თუ თქვენ გინდათ, რომ გაიგოთ, ევროკავშირის რეალური შეფასებები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თავად ევროკავშირის შეფასების ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გასულ წელს, სადაც ძალიან ცალსახად და კარგად არის აღწერილი ქულები. ზოგადად, მე არ ვემხრობი ქვეყნის ასე დეტალურ შედარებებს ერთმანეთთან – ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოწვევები, სადღაც ვიღაცა წინ არის, სადღაც ვიღაც უკან არის, თუმცა თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში,” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსთან დაკავშირებით.