უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.
როგორც ზელენსკიმ დანიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინა მზად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე რუსეთის ბელგოროდი გაცვალოს.
“ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენს წევრობაზე”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
15 აგვისტოს ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.