დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლებისა და კულტურის კომისიების ხელმძღვანელები – გიორგი ჩაკვეტაძე და კახა ლაბუჩიძე, ასევე საკრებულოს წევრი გურამ ოქროპირიძე ქართულ-შვეიცარიულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, შეხვედრის მიზანი თვითმმართველობაში ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება და ახალგაზრდული, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარდგენაა.
გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის მონაწილეებს როგორც თბილისის საკრებულოს, ასევე, კონკრეტულად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მუშაობის პრინციპები გააცნო. დეპუტატმა დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების თაობაზეც ისაუბრა და ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ შვეიცარიელ სტუმრებს ამავე კომისიის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, რომელიც გულისხმობს ბიბლიოთეკების და მედიათეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლის, ასევე თბილისის მუზეუმების გაერთიანების, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობას, ამასთანავე, მოიცავს სკოლების სახელდებასა და პარტნიორ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების პროცესს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც საკრებულოს წევრებმა სტუმრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხების გასცეს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი შEU-სა და აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის (Oშთ) სტუდენტები და პროფესორები. სკოლის მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები, ჩაერთნენ დისკუსიებსა და მოდელირებულ დებატებში. ქართულ-შვეიცარიულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ უმასპინძლა.
შეხვედრის დასასრულს, პროექტში მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.