თბილისის საკრებულოში პირველიდან – სექტემბრის ჩათვლით გასამართი კალათბურთის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი „ტროფი ტურის“ ფარგლებში, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის – IBA-ს ტრადიციული პროექტის – ევრობასკეტის თასს უმასპინძლეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს სხვა წევრები კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და ნაკრების მოთამაშე გიორგი შერმადინი.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით სიტყვით გიორგი ტყემალაძემ და ანდრია ბასილაიამ მიმართეს.
„მოხარული ვარ, დიდი საერთაშორისო ტურნირის წინ თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში ვმასპინძლობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს, ვეტერან კალათბურთელებსა და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფის თამაშების მასპინძლობა დიდი პატივი და თან დიდი გამოწვევაა ჩვენი დედაქალაქისთვის, თუმცა, თბილისმა უკვე შეიძინა მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, სექტემბრის თვეში გასამართი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი წარმატებით ჩაივლის. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს, რომ ასეთ დატვირთულ პერიოდში მოიცალეს და გვესტუმრნენ. მინდა წარმატება გისურვოთ, ვიცი, თქვენ არაფერს დაიშურებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახაროთ“,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ანდრია ბასილაიამ კალათბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობას კარგი შედეგით დაასრულებს.
დღესვე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს დახმარებასა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.